“ჩვენთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი პრობლემა არ იქნება, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვემხრობით ბარიერის დაწევას” – ჰერმან საბო

“ჩვენთვის 5%-იანი ბარიერი პრობლემა არ იქნება. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვემხრობით საარჩევნო ბარიერის დაწევას, რადგან ეს მიგვაჩნია სწორ, მორალურ წესრიგად”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მიღებამდე იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ერთად მუშაობა შეგვიძლია. ძალიან კარგი დინამიკით მივდივართ და ჩვენთვის 5%-იანი ბარიერი პრობლემა არ იქნება. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვემხრობით ბარიერის დაწევას, რადგან ეს მიგვაჩნია სწორ, მორალურ წესრიგად“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები