მამუკა მდინარაძე: მარტივი ამბავია – პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, პრაქტიკულად, პარტიად არ იწოდება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განაცხადებით, პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, პარტიად არ იწოდება.

„მარტივი ამბავია – პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, პრაქტიკულად, პარტიად არ იწოდება. ასეთი შეიძლება იყოს ახალი შექმნილი პარტია. მაგალითად, 1 წლის შექმნილი პარტია და რეიტინგი ჰქონდეს მზარდი. წლები რომ გადის და მათი რეიტინგი გაზრდის ნაცვლად, მცირდება, უნდა მიხვდნენ, რომ ბარიერზე კი არ უნდა იწვალონ, იჩხუბონ და თხოვნებით იყვნენ წარმოდგენილი, არამედ ცოტა რაღაცები შეცვალონ ან მესიჯ ბოქსში, ან ქმედებაში. როგორც მინიმუმ, თავისი ქვეყანა არ დააზიანონ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამით ხელისუფლება დაზიანდეს. თუ ამას ვერ ხვდებიან და 90 ათასი ხმის მოგროვების შანსიც არ აქვთ, შემდეგ უნდა გადააფასონ პერსპექტივები. რამდენიმე ადამიანს უნდა უბრალოდ პარლამენტარობა და ის ამბიციები არ აქვთ, რომელზეც თავად საუბრობენ. რაც შეეხება იძულებას, როგორ წარმოგიდგენიათ მაგალითად ევროკომისიის წარმომადგენლებმა გვითხრან, რომ რაც არის ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ის არ გააკეთოთ არავითარ შემთხვევაშიო. რაც არის ევროპაში მიჩნეული კარგად, ის როგორ შეიძლება საქართველოში ცუდი იყოს?! მთელ მედიასივრცეში და სოცმედიაში, თუ რამე გააჩნია „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს, ცდილობს 2022 წელი მოაშოროს ირაკლი კობახიძის ნათქვამს. სოციალურ ქსელებში დასპონსორებული სტატუსები მხვდება, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს წელს მოხდა ეს ამბავი. უბრალოდ ასეთი მარტივი ტყუილის ტირაჟირებას ცდილობენ. ბუსტავენ პოსტებს, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს 2023 წლის დეკემბერზე იყო საუბარი, როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა კანდიდატის სტატუსზე და შესაბამის დათქმაზე საარჩევნო ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა უკვე ყველამ გაიგო, ტყუილად ირჯებიან და დიდ ფულს ტყუილად ხარჯავენ იმაში, რომ ეს [განცხადება] შეეხებოდა 2022 წელს. რა არ იკადრეს, რა რევოლუციები არ დააანონსეს, ვინ არ დაატრენინგეს, როგორი რუსული მესიჯ ბოქსით არ იყვნენ წარმოდგენილები, პრორუსული იარლიყების მიწებების მცდელობები არ ჰქონდათ და რა დონეზე ჩამოვიდნენ. დღეს მოცემულობა აღარ გვკარნახობს იმას, რომ ბარიერის დაწევაზე ვისაუბროთ“ , – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები