ღაზას სექტორში რაფაჰის გამშვები პუნქტიდან საწვავის პირველი ტანკერი შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტური ტელეარხი Extra News-ი ავრცელებს.
როგორც Reuters-ს წყარომ უთხრა, ისრაელმა ღაზაში გაეროს ოპერაციებში მონაწილეთათვის 24,000 ლიტრი დიზელის საწვავის მიწოდების ნებართვა გასცა.