ირაკლი ჩიქოვანი: პოლიტიკურ პარტიას იმის შესაძლებლობა თუ არ აქვს, არჩევნებზე, სულ მცირე, 90 ათასი ხმა მოიპოვოს, მაშინ პარტია კი არა, საახლობლო წრეა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო ბარიერის საკითხს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, 5-პროცენტიანი ბარიერი მაღალი არ არის.

“ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკების აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს. მგონია, რომ ჩვენ მაღალი ბარიერი არ გვაქვს. პოლიტიკურ პარტიას იმის შესაძლებლობა თუ არ აქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებს და ეს გამოხატული იქნება, სულ მცირე, 90 ათასი ხმის ფარგლებში, მაშინ ამ პოლიტიკურ პარტიას პარტია კი არ ჰქვია, საახლობლო წრეა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები