ირაკლი ჩარკვიანის საიუბილეო საღამო გაიმართება
19 ნოემბერს, 15:00 საათზე, „ბიბლუსის“ კაფე „პიატოში“ ირაკლი ჩარკვიანის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას წარუძღვება ირაკლი კაკაბაძე.
„აქ გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ მის ლიმიტირებულ წიგნს „რჩეული“, რომელიც გამოიცა ბიბლუსის დაკვეთით და აერთიანებს „მშვიდ ცურვას“, და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ რამდენიმე ლექსსა და მოთხრობას“, – მათქვამია ინფორმაციაში.
„დაე სხვა გემები მორეკოს წყალმა გემუდარებით იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ“…