„ფიგაროს ქორწინება“ – კონსერვატორიის საოპერო სტუდიის შემოდგომის სეზონის პირველი სპექტაკლი გაიმართება
19 ნოემბერს, 19:00 საათზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია კონსერვატორიის დიდ დარბაზში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონის პირველ სპექტაკლს წარმოადგენს.
კონსერვატორიის ინფორმაციით, ვ. ა მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“ კომიკური ოპერაა 4 მოქმედებად ( I და II მოქმედება, მეორე შემადგენლობა).
ლიბრეტოს ავტორი ლორენცო და პონტე (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინების“ მიხედვით)
შემსრულებლები:
გრაფი ალმავივა – თორნიკე სახოკია (მაგ. I კ.);
როზინა, გრაფის მეუღლე – ნათია სტეფანიშვილი;
ფიგარო, გრაფის მსახური – ნიკო ჭელიძე (ბაკ. IVკ.);
სუზანა, გრაფინიას მოახლე – ტაისია გორბენკო (ბაკ. IVკ.);
მარჩელინა, მეკუჭნავე – სოფიო ძიძიგური (მაგ. II კ.);
ქერუბინო, პაჟი – ანასტასია მინაშვილი (ბაკ. III კ.);
ბარტოლო, დოქტორი – ნიკა ეკალაძე (ბაკ. III კ.);
ბაზილიო, მუსიკის მასწავლებელი – დავით პეტრიაშვილი (ბაკ. II კ.);
ანტონიო, მებაღე – ვანო ქათამაძე (ბაკ. IV კ.).
საოპერო სტუდიის გუნდი და ორკესტრი – დამდგმელი დირიჟორი – გოგი ჭიჭინაძე; დირიჟორი – ლევან ჯაგაევი; დამდგმელი რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე; მხატვარი – ნეიკო ნეიძე; ქორმაისტერი – ლაშა მიროტაძე; კონცერტმაისტერები – ეკატერინე ჩინჩალაძე, რატი გვალია, თინათინ ალავიძე; სპინეტი – ეკატერინე ჩინჩალაძე; საოპერო სტუდიის მენეჯერი – ირინა რამიშვილი.