„ცუდია, როდესაც მინისტრები პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლაზე მუშაობენ “

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. მისი თქმით, არ არის ნორმალური, როდესაც ქვეყნის მინისტრები პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლაზე.
„ეს არის არანორმალური ვითარება, როდესაც მთავრობა და ქვეყნის მინისტრები მუშაობენ იმისათვის, რომ პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გაეროში იყოს ჩაშლილი. მე მიმაჩნია, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები