ისრაელის არმია ღაზას უმსხვილეს სამედიცინო ცენტრში – “ალ-შიფაში” შევიდა, რომელსაც, არმიის ინფორმაციით, “ჰამასი” თავშესაფრისთვის იყენებს და მისი სამეთაურო პუნქტია განთავსებული.
The Times of Israel ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში ოპერაცია გაფართოვდება. მანვე მიანიშნა, რომ სამხედროებმა ზუსტად იციან, რას ეძებენ და იპოვიან ადგილზე.
”ჩვენ ვიწყებთ მცირედით და ოპერაცია საჭიროებისამებრ გაფართოვდება. გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმას, რომ ზუსტად უნდა გვცოდნოდა, რა ხდება იქ, როგორც ეს რანტისის საავადმყოფოს შემთხვევაში მოხდა”,- თქვა მან.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ “კონკრეტულ ტერიტორიაზე “ჰამასის” წინააღმდეგ წერტილოვან და მიზანმიმართულ ოპერაციას აწარმოებს”.
“ჰამასის” დაქვემდებარებულ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელელი ჯარისკაცები საავადმყოფოში სარდაფებს ჩხრეკენ.