თემურ იაკობაშვილი პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობას უარყოფს

 აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობას უარყოფს და თემასთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
“ახლახან აღმოვაჩინე, რომ თურმე პრეზიდენტის ვიზიტებს “ვამზადებდი”. ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს, წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ მზადდება საპრეზიდენტო ვიზიტები! მესმის, რომ შიშს დიდ თვალები აქვს, მაგრამ ტყუილებს – მოკლე ფეხები. თურმე, ზოგიერთებს ტვინიც მოკლე ჰქონიათ. ჰოდა, გაოცების ნიშნად ვშლი ხელებს. ურიგო არ იქნებოდა ასეთი ჭორების გამავრცელებლებმა ქვეყანას მიხედონ, რომლის საერთაშორისო რეპუტაცია კატასტროფულად დაეცა! ასევე ვურჩევ მათ, ისწავლონ მეგობრობა პოლიტიკის გარეშე. დამიჯერეთ შესაძლებელია”, – წერს იაკობაშვილი.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დაგეგმვაში აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები