„მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად”! – ლადო ასათიანის საიუბილეო საღამო ლეჩხუმში
20 ნოემბერს, 17:00 საათზე, ცაგერის კულტურის ცენტრში მარადჭაბუკი პოეტის, ლადო ასათიანის გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შედგება ახალი დოკუმენტური ფილმის, ლადო ასათიანის, პრემიერა, რომელიც შეიქმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სტუდიაში – „სამთავროს ველი“.
ფილმის იდეის ავტორია – იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი); სცენარის ავტორი – ნინო ხოფერია; რეჟისორი – ზვიად მიქელაძე.
ლეჩხუმში ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო;
ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა.