დავით სონღულაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს – ჯონ პენელს, სააგენტოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს – მიშელ კოსიელსკის და კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს – დავით წიკლაურს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების თაობაზე. ასევე, მიმოიხილეს ის მიმართულებები, სადაც მომავალში სააგენტოს ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.
კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტაბილურობისთვის ენერგოდამოუკიდებლობის როლზე, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გამართულ მუშაობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე ღვინის ტურიზმის განვითარების დადებით გავლენაზე.
დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ხელისუფლების და ამერიკელი პარტნიორების დადებით როლს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღების პროცესში.