ლევან ხაბეიშვილი: “ნაცმოძრაობას” არასდროს არანაირი ბარიერის პრობლემა არ ჰქონია და არ ექნება
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიას არასდროს არანაირი ბარიერის პრობლემა არ ჰქონია და არ ექნება.
თუმცა, ხაბეიშვილის თქმით, “ნაცმოძრაობა” მზადაა, საარჩევნო ბარიერის დაწევას მხარი დაუჭიროს.
“ნაციონალურ მოძრაობას” არასდროს, არანაირი ბარიერის პრობლემა არ ჰქონია და არ ექნება. თუმცა, ჩვენ, როგორც ყველაზე დიდი ევროპული პარტია, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ბარიერის დაწევას, იგივე, ჩვენი კოლეგა, ევროპული პატარა პარტიებისთვის”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.