ტაილანდში ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ტერაქტის შედეგად ტაილანდის სამხრეთით 5 ადამიანი დაიღუპა, 5-მა კი დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი მუნიციპალური ადმინისტრაციის შენობასთან ორი თვითნაკეთი მოწყობილობა ააფეთქეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავმდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, ტერაქტის შედეგად დაზარალებულების უმეტესობა – მუნიციპალური მუშაკია. აგრესიის ახალი აქტი ტაილანდის მუსულმანური სამხრეთით, სამეფოს ხელმძღვანელობის სეპარატისტებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის სწრაფვის ფონზე მოხდა. ბოლო ათწლეულის მანძილზე სეპარატისტული მოძრაობების ქმედებების შედეგად, რომლებიც პატანის, ნარატხივატის და იალას პროვინციების ტაილანდიდან გამოსაყოფად გამოდიან, 6 000 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები