მამუკა მდინარაძე – ელისო ბოლქვაძეზე: ცნობილი და წარმატებული პიანისტისგან როიალზე საუბარი ასე დასაცინი რატომ შეიძლება, იყოს, ხალხო?!

“ელისო ბოლქვაძემ როიალზე, ხელოვნებაზე, კულტურაზე, ამაზე უნდა ილაპარაკოს, აბა, რაზე უნდა ილაპარაკოს?!”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლქვაძემ თავისი სფეროს პოპულარიზაციაზე უნდა ისაუბროს.

“მაგისთვის არის ამ პარლამენტში, ეს სფერო იცის ძალიან კარგად. ამ სფეროს პოპულარიზაციასა და შესაბამის პოზიტიურ შედეგებზე უნდა ილაპარაკოს, არა?! არ ეკუთვნის?! ითხოვს თუ არ ითხოვს, რაღაც პრეცედენტებია და შეიძლება მხარიც დავუჭირო. რატომაა დასაცინი თემა, ელისო ბოლქვაძესთან მიმართებით როიალზე სასაცილო რატოა თემა, ერთი ამიხსენით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული პიანისტისგან როიალზე საუბარი ასე დასაცინი, დამცინავი და ცინიკური რატომ შეიძლება, იყოს, ხალხო?!”,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა: “როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები