ხვალ ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება

ხვალ, თბილისის მერი დავით ნარმანია ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კორუფციული ქმედებების შედეგად თბილისის ბიუჯეტმა ათეულობით მილიონი ლარი დაკარგა.
“კონკრეტულად ხვალ, საზოგადოებას მივაწვდი ძალიან საინტერესო ინფორმაციას, თუ როგორ დაკარგა ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებებით თბილისის ბიუჯეტმა ათეულობით მილიონი ლარი”, – აღნიშნა ნარმანიამ.
თბილისის მერი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ბიუჯეტთან დაკავშირებით მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
“ჩვენ ვართ ახალმოსულები და ბიუჯეტის გაფლანგვასთან დაკავშირებით ჩვენი როლი ნულის ტოლია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ასობით ათასი ლარის პრემია გამოიწერეს ხალხის ხარჯზე. სევდია უგრეხელიძე, ირაკლი აბესაძე და ამ გუნდის სხვა წევრები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, სწორედ თავიანთ თავზე იწერდნენ უზარმაზარ თანხებს პრემიების სახით. ამ ადამიანებმა წინასაარჩევნო პერიოდში, კონკრეტულად კი მაისში, პირწმინდად გახარჯეს ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე გათვალისწინებული ბიუჯეტი და დაგვიტოვეს მძიმე საბიუჯეტო მდგომარეობა. საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის”, – აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები