“ევროკავშირს ხელს უშლის სამხედრო მრეწველობისა და საწყობების სავალალო მდგომარეობა” – კულება უკრაინას სამხედრო დახმარებაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, ვერ მოასწროს 2024 წლის მარტისთვის უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდება.
მსგავსი ვარაუდი მანამდე Bloomberg-თან საუბარში წყაროებმა გამოთქვეს.
როგორც კულებამ უკრაინულ არხებზე პირდაპირ ეთერში თქვა, ევროკავშირს აქვს პოლიტიკური ნება, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, მაგრამ დაპირების შესრულებას ხელს უშლის “თავდაცვის ინდუსტრიისა და საწყობების სავალალო მდგომარეობა, ბიუროკრატია და არასინქრონიზებული საკითხები”.