გივი ბერიკაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

14 ნოემბერს, 20 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე,  გივი ბერიკაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
„სრულიად უნიკალური და შეუზღუდავი ნიჭით გამორჩეული მსახიობი, უამრავი შესრულებული როლი თეატრსა და კინოში. საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი და ყველაზე დიდი ჯილდოს-ხალხის სიყვარულის მფლობელი გივი ბერიკაშვილი“! – ნათქვამია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საიუბილეო საღამო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები