მედია: ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის პარლამენტის შენობა აიღეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ ე.წ. პარლამენტის შენობა აიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
სოციალურ მედიაში სურათი ვრცელდება, რომელშიც ისრაელის თავდაცვითი ძალების „გოლანის“ ბრიგადის ჯარისკაცები ღაზაში, პარლამენტის შენობაში ისრაელის დროშას აფრიალებენ.
პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს შენობა ღაზაში მხოლოდ „ჰამასის“ დეპუტატებს ემსახურება მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2007 წელს ღაზაზე კონტროლი დაამყარა.
#BREAKING #Israel #Gaza JUST IN: The 1st "Golani" Brigade of the 36th Division of the Israel Defense Forces (IDF) entered the Gaza Parliament. pic.twitter.com/dqmbX8OnD4
— The National Independent (@NationalIndNews) November 13, 2023