ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ჰეზბოლა“ ცეცხლს ეთამაშება, რასაც ბევრად უფრო ძლიერი ცეცხლით ვუპასუხებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩრდილოეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე „ჰეზბოლას“ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ლიბანის ტერორისტული დაჯგუფება „ცეცხლს ეთამაშება“.

„არსებობენ ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ გააფართოონ თავდასხმები ისრაელის ჯარების წინააღმდეგ და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს ცეცხლთან თამაშია. ცეცხლს ბევრად უფრო ძლიერი ცეცხლით ვუპასუხებთ. მათ არ უნდა გამოგვცადონ, რადგან ჯერ ჩვენ ძალის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვავლინეთ. ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ჩრდილოეთში და სამხრეთი. „ჰამასი“ განადგურდება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.

თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები