“ალ-კუდსის საავადმყოფოსთან სროლის ძლიერი ხმა ისმის” – “წითელი ნახევარმთვარე”

პალესტინის “წითელი ნახევარმთვარის” საზოგადოებაში აცხადებენ, რომ ღაზაში, ალ-კუდსის საავადმყოფოს მიდამოში ძლიერი სროლის ხმა ისმის.

დღეს საავადმყოფოდან პერსონალისა და პაციენტების ევაკუაციის მცდელობა ჩაიშალა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ “წითელი ნახევარმთვარის” მანქანების კოლონა, “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების თანხლებით, რომელიც ღაზაში სამხრეთიდან უნდა შესულიყო, უკან დაბრუნდა.

“ალ-კუდსის საავადმყოფოს მახლობლად ინტენსიური სროლა გრძელდება, რაიონში სროლის ხმები და ძლიერი აფეთქებები ისმის. კოლონა ჯერ კიდევ ელოდება, სანამ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება შედარებით დამშვიდდება, რომ მასთან მისვლა და ევაკუაციის დაწყება მოხერხდეს”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები