გირკინმა დონბასში დაბრუნების პირობები დაასახელა (ვიდეო)

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი ე.წ. „თავდაცვის მინისტრი“, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იგორ გირკინი უახლოეს პერიოდში უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობას არ განიხილავს. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ბოევიკების“ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთ პირობად გირკინმა მობილიზაცია დაასახელა, – წერს ინტერნეტგამოცემა „ობოზრევატელი“.
„ნოვოროსიაში დაბრუნებას არ ვაპირებ. ეს ვარიანტი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ ჩემს მობილიზაციას მოახდენენ“, – განაცხადა გირკინმა. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში გირკინი ყირიმის ტერიტორიაზე ჩავიდა და რუსეთის სამხედროების და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების და ავტონომიის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შეპყრობის კოორდინირება მოახდინა. შემდეგ გირკინმა დონბასში გადაინაცვლა. მის წინააღმდეგ დაგეგმილი მკვლელობის ფაქტზე და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობისთვის საზიანო ქმედებების ჩადენისთვის, დივერსიული ქმედების გატარებისთვის და უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობებისთვის სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=aUQeJHqNZFs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები