ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 12 სექტემბერს შევა ძალაში
ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილებით, ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში 12 სექტემბრიდან შევა. „იტარ-ტასის“ ცნობით, ეს ინფორმაცია წყარომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურიდან გაავრცელა. საგენტოს ინფორმაციით, სანქციები ხვალ, 12 სექტემბერს, მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მათ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოაქვეყნებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესაბამისად, შესაძლოა, გადაიხედოს ან საერთოდ გაუქმდეს.