სოფელ ავლევში საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,ავლევში საბავშვო ბაღის გახსნას დაესწერნენ.

აღნიშნულ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალმომარაგება-კანალიზაციისა და გათბობის სისტემა, სველი წერტილები,საძინებელი,სასადილო, სათამაშო და ასევე პერსონალისათვის განკუთვნილი ოთახები,შეიღება გარე ფასადი, შემოიღობა და მოწესრიგდა ეზოს ტერიტორია,დაიდგა საბავშვო გასართობი ატრაქციონები.საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

აღნიშნული საბავშვო ბაღით ისარგებლებს ავლევის,ცერონისისა და კნოლევის მოსახლეობა.

პროექტი დაფინანსდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.

სამუშაოებს ახორციელებდა შპს ,,მშენბენი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები