ქალი ვიოლინოზე უკრავდა, სანამ მას ნეიროქირურგიულ ოპერაციას უკეთებდნენ (ვიდეო)

ისრაელის ექიმებმა წარმოუდგენელი ოპერაცია გააკეთეს. მუსიკოსი ნაომი ელიშავი, რომელსაც ტვინზე ჩაუტარდა ოპერაცია, ტრემორით იყო დაავადებული და ამის გამო ვიოლინოზე დაკვრა წლების მანძილზე არ შეეძლო. ოპერაცია იმით იყო უნიკალური, რომ მთელი პროცედურის განმავლობაში ქალი ფხიზლად იყო და ვიოლინოზე უკრავდა.
„სამარცხვინოა, რომ ამ ოპერაციის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდი. მაგრამ ახლა სიცოცხლეს დავუბრუნდები“, – თქვა ნაომიმ.
ოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში გამოაქვეყნეს. მუსიკოსი, სანამ მას ოპერაციას უკეთებენ, მოცარტის ნაწარმოების შესრულებას ცდილობს. ასეთი ქირურგიული ჩარევა ადგილობრივი ნარკოზის ქვეშ ტარდება იმისთვის, რომ ექიმებმა ორგანიზმის სხვა სისტემების ფუნქციონირების გაკონტროლება შეძლონ. ნეიროქირურგ იცხაკ ფრიდის განცხადებით, ექიმებმა პაციენტის ტვინის გარკვეულ ნაწილში ელექტრონული სტიმულატორი ჩააყენეს. „როდესაც ჩვენ დენში ჩავრთეთ აპარატი, დავინახეთ, რომ ტრემორი შეწყდა“, – თქვა ფრიდმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახლა ნაომი ელიშავი კვლავ შეძლებს კონცერტებზე გამოსვლას.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=tWHA7q4IQmg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები