ხელოვნების სასახლემ მარიამ ამილახვრის ტილო შეიძინა
ხელოვნების სასახლემ მარიამ ამილახვრის ტილო შეიძინა. ინფორმაციას ხელოვნების სასახლე ავრცელებს.
„კულტურის მინისტრის ინიციატივითა და დახმარებით ხელოვნების სასახლემ სულ ახლახან XIX საუკუნის ქართველი მხატვარი ქალის მარიამ ამილახვრის შესანიშნავი ტილო შეიძინა. ნახატი ახლა რესტავრაციის პროცესშია, სარესტავრაციო ფენების გახსნამ ნახატის ისტორიის ძალიან საინტერესო პლასტები გახსნა. დანარჩენს თავად ნახავთ ფოტოებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.