კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში „მანდარინებს“ და „ურსუსს“ უჩვენებენ
11 და 12 ნოემბერს, რეტროსპექტივის – „თანამედროვე ქართული კინო“ – ფარგლებში კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში გაიმართება ზაზა ურუშაძის „მანდარინებისა“ და ოთარ შამათავას „ურსუსის“ ჩვენება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, რეტროსპექტივა გაიხსნა ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „თბილისი-თბილისი“, რომლის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და მაყურებელმა დიდ ეკრანზე პირველად ნახა აღდგენილი ვერსია. იმავე დღეს მაყურებელმა ნახა რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“.

ინფორმაციისთვის: პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი. კინოჩვენებების გარდა, შაბათ-კვირის სეანსებზე გაიმართება დისკუსიები ფილმების შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა მონაწილეობით.
რეტროსპექტივის მიმდინარეობისას ნაჩვენები იქნება ფილმები:
„სამი სახლი“ (2008) – რეჟ.: ზაზა ურუშაძე
„გაღმა ნაპირი“ (2009) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი
„ჯაყოს ხიზნები“ (2009) – რეჟ.: დათო ჯანელიძე
„რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) – რეჟ.: ალეკო ცაბაძე
„ქუჩის დღეები“ (2010) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი
„შანტრაპა“ (2010) – რეჟ.: ოთარ იოსელიანი
„მანდარინები“ (2013) – რეჟ.: ზაზა ურუშაძე
„შემთხვევითი პაემნები“ (2013) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი
„ძმა“ (2013) – რეჟ.: – თეა მღვდელაძე
„ლუკა“ (2014) – რეჟ.: გია ბარაბაძე
„პატარძლები“ (2014) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი
„მე ვარ ბესო“ (2014) – რეჟ.: ლაშა ცქვიტინიძე
„სიმინდის კუნძული“ (2014) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი
„მოირა“ (2015) – რეჟ.: ლევან თუთბერიძე
„ბედნიერების ქალღმერთი“ (2015) – რეჟ.: დიტო ცინცაძე
„სოლომონი“ (2015) – რეჟ.: ზაზა ხალვაში
„სხვისი სახლი“ (2016) – რეჟ.: რუსუდან გლურჯიძე
„დედე“ (2017) – რეჟ.: მარიამ ხაჭვანი
„ნამე“ (2017) – რეჟ.: ზაზა ხალვაში
„სავარძელი“ (2017) – რეჟ.: ელდარ შენგელაია
„ხიბულა“ (2017) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი
„ჰორიზონტი“ (2018) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი
„ბოროტმოქმედი“ (2018) – რეჟ.: დიმიტრი მამულია
„სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (2019) – რეჟ.: ბექა სიხარულიძე
„შინდისი“ (2019) – რეჟ.: დიტო ცინცაძე
„უარყოფითი რიცხვები“ (2019) – რეჟ.: უტა ბერია
„დასაწყისი“ (2020) – რეჟ.: დეა კულუმბეგაშვილი
„ურსუსი“ – (2020) – რეჟ.: ოთარ შამათავა
„მეოთხე ბრაიტონი“ (2021) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი
„გვიანი შემოდგომა“ (2021) – რეჟ.: გია ბარაბაძე
„მშვენიერი ელენე“ (2022) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი
„სამურაი დასვენების ჟამს“ (2022) – რეჟ.: ლევან თუთბერიძე
„ზამთრის დეპრესია“ (2022) – რეჟ.: თაზო ნარიმანიძე
„მოქალაქე წმინდანი“ (2023) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი