ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ფოტოგრაფ ნიკოლოზ საღარაძის კოლექციის ნაწილის ელექტრონული ვერსია ონლაინსივრცეში გამოაქვეყნა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
„ფოტოებს შორისაა საქართველოში მოღვაწე მწერლების, მსახიობების, რეჟისორებისა და სხვა ცნობილი ადამიანების სურათები; ამასთან, კოლექციის გამორჩეული ნაწილია ალექსანდრე მიხაილოვისა და მელქონ კახუჩაშვილის ქუთაისური ფოტოატელიეს საჩვენებელი ალბომები, რომელმაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უნიკალური ფოტოები შემოინახა.
ფოტოები 1880-1917 წლებშია გადაღებული.
ნიკოლოზ საღარაძემ ფოტოატელიეს ათწლეულობის განმავლობაში შექმნილი ფოტოარქივი – 150-მდე მინის ნეგატივი და 15 ფოტოალბომი – 1947 წელს არქივს საჩუქრად პირადად გადასცა.
კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/nikoloz-sagharadzis-fotokolektsia1“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.