ელისო ბოლქვაძე გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში კულტურის დიპლომატიის მნიშვნელობასა და მის ხელშემწყობ როლზე ისაუბრეს.
გერმანელმა კოლეგამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბუნდესტაგის ევროკავშირის კომიტეტის წევრები, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ირაკლი მეზურნიშვილი, ბაია კვიციანი და როსტომ ჩხეიძე. შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია.