“რადიკალური ოპოზიციის განცხადებები ვერაფერს დააკლებს ვერც ჩვენს ქვეყანას, ვერც ჩვენს ხალხსა და, ბუნებრივია, პატრიარქს” – ალუდა ღუდუშაური

“რადიკალური ოპოზიციის განცხადებები ვერაფერს დააკლებს ვერც ჩვენს ქვეყანას, ვერც ჩვენს ხალხსა და,ბუნებრივია, პატრიარქს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე, პოლიტიკურად თავს დაიმარხავენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ჩვენი პატრიარქი სწორად ხედავს ყველაფერს, ისევე როგორც ყოველთვის და აფასებს ამ მართლაც ისტორიულ და მნიშვნელოვან ნაბიჯს დადებითად, ქვეყნისთვის სასიკეთოდ.

მე არ გამკვირვებია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ამჯერადაც პატრიარქის განცხადების კრიტიკა. ვინც ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავს, ნებისმიერ პირთან არიან წინააღმდეგობაში. უწმინდესთან შედარებით იმდენად პატარები არიან, რომ, რა თქმა უნდა, მათი ეს განცხადებები ვერაფერს დააკლებს ვერც ჩვენს ქვეყანას, ვერც ჩვენს ხალხსა და, ბუნებრივია, პატრიარქს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე, პოლიტიკურად დაიმარხავენ თავს“, აღნიშნა ღუდუშაურმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: „ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები