მარიამ ლაშხი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საკანონმდებლო დირექტორატის დელეგაციის წევრებს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საკანონმდებლო დირექტორატის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-უნგრეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
მარიამ ლაშხის განცხადებით, ამ ეტაპზე, როდესაც საქართველომ პოზიტიური რეკომენდაცია მიიღო, მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ინტენსიური თანამშრომლობა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურული, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისა და მათი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების საკითხები. ვისაუბრეთ კონკრეტულ ინიციატივებზე, მათ შორის პროგრამა Twining-ის ფარგლებში, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ჩვენგანაც ბევრს სწავლობენ, კონკრეტულად საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. უნგრეთი გამოირჩევა ევროპულ ოჯახში ჩვენი გაერთიანების მხარდაჭერის კუთხით და იმედი მაქვს, ეს განწყობა და მხარდაჭერა დაგვეხმარება კიდევ უფრო სწრაფად გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.