უკრაინული დროშით ჩასაფრებულმა ტერორისტებმა საგუშაგოდან ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს: 30-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა

ლუგანსკთან საგუშაგოზე ტერორისტები უკრაინული დროშით ჩასაფრდნენ, ცეცხლი გაუხსნეს სატვირთო მანქანას, რომელშიც ბატალიონ „აიდარის“ მებრძოლები იმყოფებოდნენ. 30 ადამიანზე მეტია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაცია „აიდარის“ ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. „აიდარში“ განაცხადეს, რომ მათი ამოცანა სტუკალოვზე შესახვევთან საგუშაგოსთან გადასვლა იყო, თუმცა მათ ხაფანგი ელოდათ.
ფეისბუქზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, საგუშაგოსთან, სადაც უკრაინული დროშა ფრიალებდა, მათ ჰკითხეს, ვინ იყვნენ. როდესაც სამხედროებმა უპასუხეს, რომ ბატალიონი „აიდარი“ იყო საგუშაგოს მხრიდან, ბატალიონის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად სატვირთო მანქანის საბარგული აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები