დავით სერგეენკო: გიორგი მარგველაშვილს კონკურენტად არ აღვიქვამ
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონკურენტად არ მიიჩნევს, – ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი თავს მთავრობის კონკურენტად მიიჩნევს.
“მე პირადად არ აღვიქვამ მას კონკურენტად, შესაბამისად არ მგონია ის აღმიქვამდეს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ “კვირის პალიტრას” მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც “კონკურენტს” განიხილავს და “უნდა მას ხელი შეუშალოს”.