გოჩა ჯავახიშვილი: საქართველოს პრემიერმინისტრი მონაწილეობს პარიზის მშვიდობის ფორუმში, სადაც, სომხეთის პრემიერმინისტრთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში

საქართველოს პრემიერმინისტრი მონაწილეობას იღებს პარიზის მშვიდობის მეექვსე ფორუმში. დღეს პრემიერი სომხეთის პრემიერმინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დისკუსიაზე განიხილავენ საქართველოს პოზიტიური როლს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად.

„საქართველოს პრემიერმინისტრი მონაწილეობას იღებს პარიზის მშვიდობის მეექვსე ფორუმში. დღეს პრემიერი სომხეთის პრემიერმინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში. სამხრეთ კავკასიის რეგიონის მაგალითზე იქნება დებატები, განხილვა იმ პოზიტიური როლის, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს და შეასრულოს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად”, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები