რუს სამხედროებს კამიკაძე-დრონები – “ჟირინოვსკი” გადასცეს
რუსეთის პარტია “ლდპრ”-ის ლიდერმა, ლეონიდ სლუცკიმ, ანექსირებულ ყირიმში ვიზიტის ფარგლებში, სამხედროებს ათი კამიკაძე-დრონი – “ჟირინოვსკი” გადასცა, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნიან.
დრონები “ჟირინოვსკი” “როკოტ ცენტრ 33”-ის მოხალისეებმა პარტიის დაკვეთით დაამზადეს. ისინი ხერსონის მიმართულებით იქნება გამოყენებული.
მისი ფრენის დიაპაზონია 12 კილომეტრი, ტვირთამწეობა – 3 კილოგრამამდე,მისი გამოყენება შესაძლებელია წვიმასა და თოვლში, მოწყობილობა მდგრადია ტემპერატურის მერყეობის მიმართ, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად.