რუსეთის დუმა ჯარში გეების გაწვევის წინააღმდეგი არაა
გეების ჯარში გაწვევა რუსეთში არ აიკრძალება. ცვლილებები არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო ალტერნატიული სამოქალაქო მსახურების არჩევის უფლების შესახებ პარლამენტის ქვედა პალატაში შემოტანილი არ არის, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის წევრმა იგორ ზოტოვმა განაცხადა. ინფრომაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„დღეს მოქმედ კანონმდებლობაში გეების ჯარში მსახურებაზე აკრძალვა არ არსებობს. არანაირი ფედერალური კანონის შესახებ საუბარი ჯერ არ არის. ასეთი აკრძალვა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის საპირისპირო იქნებოდა“, – განაცხადა ზოტოვმა.