ჯემილევი ოკუპანტების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის პროგნოზს აკეთებს
ყირიმ-თათარი ხალხის ლიდერი მუსტაფა ჯემილევი რუსი ოკუპანტების მხრიდან ყირიმის და კონტინენტალური უკრაინის შორის საზღვარზე მეორე ფრონტის გახსნის პროგნოზს აკეთებს. ამის შესახებ მან „გლავკომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე ცუდი წინადგრძნობა მაქვს, რომ შესაძლოა მეორე ფრონტი გაიხსნას. ამაზე ჯარების, ყველაზე თანამედროვე ტექნიკის, – 60-მდე ტანკის, ასობით ჯავშანტრანსპორტიორის კონცენტრირება მეტყველებს“ , – განაცხადა ჯემილევმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ სიმფეროპოლთან „ბოევიკების“ მომზადების ორი ბანაკი მოქმედებს. მათ შემდეგ დონბასში აგზავნიან.
„კი, ეს ხდება, ასეთ „სპეციალისტებს“ ამზადებენ“, მაგრამ ზუსტად სად, რომელ წერტილში, არ ვიცი. ხანდახან იმის შესახებ ჩნდება ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები მათ კონტინენტური უკრაინის ტერიტორიაზე აკავებენ. ეს, ძირითადად, დივერსიული, სადაზვერვო მიზნებისთვის მომზადებული ხალხია. ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ყველა არ არის დაკავებული, მათი გარკვეული ნაწილი ყირიმიდან შედის“, – განაცხადა ჯემილევმა.