ევროკომისია: გაწეულ უნდა იქნეს უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი მედია გარემო
“გაწეულ უნდა იქნეს უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელია მედია გარემო”, – ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.
რეკომენდაციების თანახმად, საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა უზრუნველყოს მედია რეგულატორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ეფექტური დამოუკიდებლობა და მიაღწიოს ნდობას მედიასექტორში.
„მედიამფლობელების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს და წარმოებული უნდა იქნეს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტების უსაფრთხოების წინააღმდეგ არსებული საფრთხის შემთხვევებში. პრეზიდენტის შეწყალების გზით პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტმა კი მიიღო კანონი მაუწყებლის შესახებ. თუმცა, საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა უზრუნველყოს მედიარეგულატორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ეფექტური დამოუკიდებლობა და მიაღწიოს ნდობას მედიასექტორში“ , – ნათქვამია ანგარიშში.