საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „ბლუტაბლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „ბლუტაბლას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, კომპანია ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზის მხარდამჭერი გახდა.
„გარდა შესაბამისი ინვენტარით დარბაზის მოწყობისა, თანამშრომლობის შედეგად, ყოველთვიურად, მოწვეულ გამომსვლელთან ერთად, სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ, გაიმართება ლექცია-სემინარი – „დამოუკიდებლობის საათი“.
სიმბოლურია, რომ შეთანხმებას ხელი აფხაზეთის სუფრაზე მოვაწერეთ.
სიმბოლურია ისიც, რომ ეს ამბავი ილიას დღეს მოხდა – ახალი ქართული დამოუკიდებლობის იდენტობის უპირველესი არქიტექტორის.
„ბლუტაბლა“ ქმნის სახლისა და პირად აქსესუარებს, რომელთა დიზაინი შთაგონებულია ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით. მუზეუმის არქივებში, ბიბლიოთეკის მტვრიან თაროებზე თუ სოფლებში აღმოჩენილ ძველ არტეფაქტებსა და მივიწყებულ ტრადიციებს გარდაქმნის თანამედროვეობის ნაწილად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.