ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირი ახლა უკვე დოკუმენტურად ადასტურებს, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი გახდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა.

„მინდა, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ეს გადაწყვეტილება და ასევე მინდა, თითოეულ იმ საჯარო მოხელეს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ევროპული რეკომენდაციების განხორციელებაში, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. ასევე ყველას, ვინც მთავრობიდან, პარლამენტიდან, დიპლომატიური სამსახურიდან იყო ჩართული ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რომელსაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება. დღევანდელი დღით პროცესი არ მთავრდება. პირიქით, ეს პროცესი დღევანდელი პროცესი იწყება. თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი ადასტურებს ახლა უკვე დოკუმენტურად, რომ საქართველო მომავალში გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები