პაველ ჰერჩინკსი: საქართველოს მიმართ მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირს რაც შეიძლება მეტად შეესაბამებოდეს ყველაფერში
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს მიმართ მოლოდინია, რომ ევროკავშირს რაც შეიძლება მეტად შეესაბამებოდეს ყველაფერში.
ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ შესაბამისობის მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება.
“ჩვენ გვაქვს მოლოდინი საქართველოს მიმართ, რომ ევროკავშირს ყველაფერში შეესაბამებოდეს რაც შეიძლება მეტად. ეს მოიცავს, რა თქმა უნდა, ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასაც. და მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება. მას ძალიან ბევრი შეხვედრა ექნება და ეს უკვე არის იმის მცდელობა, რომ გაიზარდოს შესაბამისობის მაჩვენებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკისა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. იმედი მაქვს, ყოველწლიურად, ყოველთვიურად ეს შესაბამისობის მაჩვენებელი გაიზრდება”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.