აშშ-ის საელჩო: გილოცავთ ყველა ქართველს – დღევანდელი რეკომენდაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია

საქართველოში აშშ-ის საელჩო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერას გამოეხმაურა.

“გილოცავთ ყველა ქართველს! დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის”,- წერია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები