“იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი მკაფიო ნება უზრუნველყოფს იმას, რომ მეორედ აღარ მოხდეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გადავადება” – ზურაბ ჭიაბერაშვილი კანდიდატის სტატუსზე

“იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი მკაფიო ნება უზრუნველყოფს იმას, რომ მეორედ აღარ მოხდეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გადავადება”, – ამის შესახებ შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

„ევროპული რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ მიმართულმა, „ქართული ოცნების“ არაერთმა ნაბიჯმა ძალიან დააზიანა ჩვენი პერსპექტივა და საფრთხე შეუქმნა ამ პროცესს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი მკაფიო ნება უზრუნველყოფს იმას, რომ მეორედ აღარ მოხდეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გადავადება“, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა
.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება დღეს გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები