„კოლაელ ყრმათა წამების“ პრემიერა გაიმართება

10, 11, 12, 15 ნოემბერს სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალურ თეატრში „კოლაელ ყრმათა წამების“ პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ერთმოქმედებიანი ტრაგედია X საუკუნის ამავე სახელწოდების უცნობი ავტორის მოთხრობის მოტივების მიხედვით დაიდგა.
დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ მრევლიშვილი; მუსიკალური გაფორმება: ნინო სიხარულიძე; მხატვარი: ეკატერინე ქოიავა; რეჟისორის ასისტენტი: მაია ფარქოსაძე.
მონაწილეობენ: ბოგანო ბრძენი – პავლე ნოზაძე;
ხუცესი – აკაკი ხიდაშელი;
ქრისტიანთ მთავარი – ბადრი ბიგალიშვილი;
მეკერპეთმთავარი – თორნიკე ბელთაძე;
პირველი მშობელი – სოფო მეძმარიაშვილი მეორე მშობელი – გიორგი ქვრივიშვილი.
აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ანსამბლი „გუმბათი” ხელმძღვანელები სოფია ქირია და სოსო კიკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები