ზურაბ ქადაგიძე – პრეზიდენტის მოწოდებაზე: დღეს ვინც მიუცუცქდებიან ზურაბიშვილს, სწორედ ისინი იქნებიან „ასკინკილით” მოხტუნავე პრეზიდენტის პოლიტიკური გაერთიანების ავანგარდში
„სალომე ზურაბიშვილმა, 8 საათზე ჩემთან შევიკრიბოთო და ერთად აღვნიშნოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებაო… მოკლედ, დღეს სალომეს გაბელადება იწყება, ხოლო კორონაცია 15 დეკემბრის შემდეგ მოხდება, როცა საქართველო სტატუსს მიიღებს…
დღეს ვინც მიუცუცქდებიან ზურაბიშვილს, სწორედ ისინი იქნებიან „ასკინკილით” მოხტუნავე პრეზიდენტის პოლიტიკური გაერთიანების ავანგარდში. აბა, თქვენ იცით, ნაყინი მაგრად დაიჭირეთ, არ მოსვაროთ სალომეს ეზო-კარი,“ – წერს facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.