Politico: ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს
“კარგი ამბებია თბილისისთვის – ევროკომისია რეკომენდაციას მისცემს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ევროკავშირის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში ევროკომისია შეაფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.