ობამა მზადაა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დასაბომბად

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების პოზიციებზე ავიადარტყმებს ის ყოყმანის გარეშე განახორციელებს. ობამას მტკიცებით, ის, ვინც ამერიკის უსაფრთხოებას ემუქრება, თავშესაფარს ვერსად ნახავს. „სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ტერორისტები, რომლებიც ქვეყანას ემუქრებიან, ჩვენ მათ დევნას განვახორციელებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე, ყოყმანის გარეშე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დავიწყებ ქმედებებს სირიაში და ერაყშიც კი“, – განაცხადა ობამამ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ არა მარტო სამხედრო, არამედ დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ ჯიჰადების პოზიციები მაქსიმალურად დასუსტდეს.
„ბი – ბი -სი“ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აშშ-ს ბრძოლის სტრატეგიის ძირითად პუნქტებს აქვეყნებს: 1. „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სისტემატური ავიადარტყმები, მათ შორის სირიაში. 2. „ისლამური სახელმწიფოს“ ოპოზიციაში მყოფი ძალების გაძლიერება, სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გარდა. 3. „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსების წყაროების მოკვეთისკენ მიმართული ნაბიჯები. არხების გადაკეტვა, რომელთა მეშვეობით „ბოევიკების“ ახლო აღმოსავლეთით რეკრუტირება ხდება. 4. „ისლამური სახელმწიფოსგან“ დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები