ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ინტელექტუალური და ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირთა სამართალწარმოებისადმი ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით,შეხვედრაზე გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაცია განიხილეს. რეკომენდაცია იმგვარი რეგულირების შექმნაზე მიუთითებს, რომლითაც ინტელექტუალური და ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირები პროცესუალური ბარიერების გარეშე შეძლებენ სასამართლოში მოწმედ გამოსვლას. შეხვედრაზე ამ მიმართულებით შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ინტელექტუალური და ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირთა სამართალწარმოებისადმი ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, გენრიეტა წიწავა, მერაბ ქვარაია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.