სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას – ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ დესტრუქცია გრძელდება
აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ დესტრუქცია გრძელდება.
„გავიმეორებ იმას, რის შესახებაც გუშინ ითქვა – რომ ჩვენ ამ მკვლელობას ვგმობთ. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ დესტრუქცია გრძელდება და ამას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია იწვევს. ეს არის ის, რის მონიტორინგსაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.
U.S. condemns Russia’s killing of a Georgian citizen:
“And it is another example of the destruction that is ongoing, that's being caused by Russia's occupation of Georgia,” — DoS Deputy Spox tells me #russiaIsATerroristState pic.twitter.com/LfeCiTJqhQ
— Alex Raufoglu (@ralakbar) November 7, 2023