გაბრიელიუს ლანდსბერგისი: მკაცრად ვგმობთ ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას

მკაცრად ვგმობთ ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას, – ამის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები მკვლელობას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება.

„მკაცრად ვგმობთ ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას. რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები