გორის მერი: ოკუპანტების მიერ მოკლულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ეს უდიდესი ტკივილია – სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იქნეს დაცული

“ოკუპანტების მხრიდან მოკლულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ეს უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის”, – ამის შესახებ გორის მერმა, ლადო ხინჩეგაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ კირბალში განუცხადა, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იქნეს დაცული.

„ვუსამძიმრებ ოჯახს, სრულიად საქართველოს. ოკუპანტების მხრიდან მოკლული იქნა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე. ეს უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის. დამატებით დეტალებს ვერაფერს გეტყვით, ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ჩართულობაა, ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იქნას დაცული. გატაცებულის ოჯახთანაც მივალთ და გვერდში დგომას გამოვხატავთ“, – განაცხადა ლადო ხინჩეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები